Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სნოუდენმა თავშესაფრის თხოვნით მიმართა რუსეთს


აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილმა კონტრაქტორმა, ედვარდ სნოუდენმა რუსეთის მიგრაციის ფედერალურ სამსახურს მიმართა მისთვის დროებითი თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. ამის შესახებ დღეს განაცხადა ადვოკატმა ანატოლი კუჩერენამ. მისი თქმით, რახან სნოუდენს არ შეუძლია, დატოვოს მოსკოვის აეროპორტ „შერემეტიევოს“ სატრანზიტო ზონა, მან თავშესაფრის თხოვნის შესახებ მიმართვა გადასცა მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც აეროპორტში მივიდა. კუჩერენას განმარტებით, შესაბამისი პროცედურისათვის სამთვიანი პერიოდია განსაზღვრული. „უფლების მიღების შემთხვევაში, სნოუდენი ერთი წლით მიიღებს ლტოლვილის სტატუსს. თუ მის გაგრძელებას მოისურვებს - შეუძლია კიდევ ერთი წლით გააგრძელოს და ასე შემდეგ, უსასრულოდ. მას ექნება ისეთივე უფლებები, როგორც ჩვენ გვაქვს - შეძლებს თავისუფლად გადაადგილებას, მუშაობას და ა.შ.“, განაცხადა რუსმა ადვოკატმა. აშშ სნოუდენს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებს და მის ექსტრადიციას ითხოვს. ძებნილი 23 ივნისიდან იმყოფება შერემეტიევოს სატრანზიტო ზონაში, ჰონ-კონგიდან მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ.
XS
SM
MD
LG