Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ჩიქოვანმა უარი თქვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობაზე


კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა კომისიის წევრობაზეც უარი თქვა. ჩიქოვანმა ეროვნულ კომისიას გაუგზავნა მისი გათავისუფლების შესახებ მიხეილ სააკაშვილის სახელზე დაწერილი განცხადება, რომლის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გადაცემა კომისიის თავმჯდომარეს კარლო კვიტაიშვილს სთხოვა. ირაკლი ჩიქოვანი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2009 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა, ამ პოსტიდან გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს წელს აპრილში მიმართა და მას შემდეგ კომისიის წევრად რჩებოდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და პირადად ირაკლი ჩიქოვანის საქმიანობის შესასწავლად პარლამენტში შექმნილია დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ამჟამად შუალედურ დასკვნას ამზადებს.
XS
SM
MD
LG