Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა


რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით, სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბრიტანელი ტურისტი დაიღუპა ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. საგანგებო სიტუაციების მინისტრის მიერ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, კერძო მფლობელობაში მყოფი ვერტმფრენი ქალაქ მურმანსკიდან დაახლოებით 150 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. ბრიტანელი ტურისტები ამ მოშორებით მდებარე რეგიონში სათევზაო ექსპედიციისთვის მიემგზავრებოდნენ. მათთან ერთად დაიღუპა მათი თარჯიმანი, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო.
XS
SM
MD
LG