Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა გენერალმა ავღანეთში 2014 წლის შემდგომ გეგმებზე ისაუბრა


აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალი მარტინ დემპსი იმედოვნებს, რომ აშშ-ი და ავღანეთი ოქტომბერში ხელს მოაწერენ ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 2014 წლის შემდეგ ავღანეთში საერთაშორისო ძალების ყოფნის პირობებს დაადგენს. ამასთან, გენერალმა დასძინა, რომ თუკი არ იქნება ხელმოწერილი მსგავსი შეთანხმება, მაშინ ამერიკის სამხედრო ძალების იძულებული გახდებიან 2014 წლის შემდეგ ავღანეთიდან გავიდნენ ისე, რომ არ დატოვონ არც ერთი სამხედრო პირი წვრთნისა და დახმარების მიზნით. ამის თაობაზე გენერალმა მარტინ დემპსმა ორშაბათს განაცხადა ქაბულში, სადაც ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისა და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. ავღანეთმა ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დროებით მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ვაშინგტონმა და პაკისტანმა ივნისის თვეში მხარი დაუჭირეს ყატარში თალიბანის ოფისის გახსნას. გენერალ დემპსთან შეხვედრის შემდეგ ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ავღანეთი ვაშინგტონთან უსაფრთხოების პაქტზე ხელმოწერისათვის მზადაა.
XS
SM
MD
LG