Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების ვადა გადმოწია


პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყანაში მოდევნო საპრეზიდენტო არჩევნები დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე უნდა ჩატარდეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული თარიღის 6 აგვისტოს ნაცვლად, სასამართლოს ვერდიქტით არჩევნები პაკისტანში 30 ივლისს გაიმართება. თარიღის შეცვლის შესახებ უზენაეს სასამართლოს პაკისტანის მმართველმა პარტია, „ნავაზის მუსლიმთა ლიგამ“ მიმართა, რაც იმით დაასაბუთა, რომ არჩევნების თარიღი მუსლიმთა წმინდა დღესასწაულის რამადანის დასასრულს ემთხვეოდა. წინასწარი ინფორმაციით, პაკისტანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი სწორედ „ნავაზის მუსლიმთა ლიგის“ კანდიდატ მამნუნ ჰუსეინის აქვს.
XS
SM
MD
LG