Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალია წლის ბოლომდე გაიყვანს ჯარებს ავღანეთიდან


„დადგა, დრო როდესაც ჩვენ ვაპირებთ, რომ დაგაბრუნოთ სახლში“, - მიმართა ავღანეთში მყოფ ავსტრალიელ სამხედრო მოსამსახურეებს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა კევინ რადმა, რომლიც ერთდღიანი მოულოდნელი ვიზიტით შაბათს მეუღლესთან ერთად ჩავიდა ავღანეთში. ავსტრალიის ლიდერმა, რომელმაც 27 ივნისის შემდეგ მეორედ დაიკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი ურუზგანის პროვინციის თარინ კოვტის ბაზაზე ოთხი საათი დაყო. აღსანიშნავია, რომ კევინ რადის მეუღლე ტერესა რეინი, პირველი პრემიერ-მინისტრის ცოლია, ვინც საომარ ზონაში ჩავიდა. ავსტრალია 2013 წლის ბოლომდე აპირებს საბრძოლო დანაყოფების გაყვანას ავღანეთიდან.
XS
SM
MD
LG