Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი: არ უნდა მოხდეს ჰომოსექსუალთა განკითხვა


რომის პაპის, ფრანცისკეს თანახმად, არ უნდა მოხდეს ჰომოსექსუალთა განკითხვა, მათი გარიყვა და ისინი საზოგადოებაში ინტეგრირებულები უნდა იყვნენ. ბრაზილიიდან უკან მიმავალ გზაზე, ჟურნალისტებთან თვითმფრინავში გამართულ ვრცელ საუბარში პაპმა თქვა, „თუ პირი ჰომოსექსუალია, ეძებს ღმერთს და კეთილი ნება აქვს, ვინ ვარ მე რომ ის განვიკითხო?“. თუმცა პაპი იქვე დაესესხა კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოს, რომელიც ჰომოსექსუალურ ორიენტაციას ცოდვად არ მიიჩნევს, მაგრამ ჰომოსექსუალურ აქტებს - კი. პაპის განცხადებით, კათოლიკე ეკლესიის მხრიდან ქალების ხელდასხმაზე შემოღებული აკრძალვა საბოლოოა - თუმცა მან დასძინა, რომ სურს ქალებმა ლიდერების როლები იტვირთონ საეკლესიო ადმინისტრაციაში.
XS
SM
MD
LG