Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 50-მდე ექსტრემისტი მოკლეს


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 50 ექსტრემისტი იქნა მოკლული აღმოსავლეთში მდებარე პროვინციებში ჩატარებული ოპერაციების შედეგად. ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მოკლულებს შორის არიან უცხოელებიც - პაკისტანელები, არაბები, უზბეკები და ჩეჩნები. განცხადებაში მოყვანილი ინფორმაციით, ავღანეთის უშიშროების ძალებმა მასშტაბური ოპერაციები ჩაატარეს ნანგარჰარის, პაქტიის და ლოგარის პროვინციებში. ორშაბათს ასევე თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ავღანელმა სამხედროებმა 83 ექსტრემისტი დახოცეს აღმოსავლეთში ჩატარებული ერთკვირიანი ოპერაციის შედეგად. ავღანეთის ეროვნულმა არმიამ და პოლიციამ გასულ თვეში ჩაიბარეს ქვეყანაში უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანა, უცხოეთის ჯარების ავღანეთიდან გასვლისათვის მზადებასთან დაკავშირებით. ავღანეთიდან უცხო ქვეყნების საბრძოლო შენაერთების გაყვანა 2014 წლის მიწურულს უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG