Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი ისლამაბადში ჩავიდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა პაკისტანში. ეს ამ ქვეყანაში კერის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც მაისში გამართული საყოველთაო არჩევნების შედეგად პაკისტანში ახალი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში. კერი შეხვდება ახალ პრემიერ-მინისტრს, ნავაზ შარიფს და მთავრობის და არმიის სხვა მაღალჩინოსნებს. სავარაუდოდ, მოლაპარაკების თემები იქნება ორ ქვეყანას შორის ხშირად დაძაბული ურთიერთობა და რეგიონული თანამშრობლობა, განსაკუთრებით ავღანეთთან მიმართებით. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ისლამაბადი შესძლებს დადებითი როლის შესრულებას თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის შერიგების პროცესის ჩიხიდან გამოყვანაში.
XS
SM
MD
LG