მუჰამედ მურსის მომხრეები უგულებელყოფენ მჯდომარე საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მთავრობის მოწოდებებს. აქციები ხუთშაბათს ღამითაც გაგრძელდა და პარასკევს დილით ახალი აქციებისკენ მოწოდებებიც გაისმა. დემონსტრანტები სკანდირებდნენ - „ჩვენს გვამებზე თუ გადაივლით“. 3 ივლისი შემდეგ, რაც მუჰამედ მურსი ეგვიპტის არმიამ პრეზიდენტის თანამდებობას ჩამოაცილა, ქვეყანაში 260-ზე მეტი ადამიანია მოკლული. უფლებადამცველები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ცდილობენ წინ აღუდგნენ სამხედრო ძალის შემდგომ გამოყენებას. ისინი საპროტესტო აქციების მონაწილეების ცოცხალი ჯაჭვით დაცვის იდეით გამოდიან.
ყველაზე პოპულარული
1