Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში გაიმართა რადიო თავისუფლების კორესპონდენტის მხარდამჭერი აქცია


აზერბაიჯანში პოლიციამ დააკავა 10-ზე მეტი ჟურნალისტი, რომელიც პროტესტს გამოთქვამდა ჩვენი რადიოს კორესპონდენტ ხადიჯა ისმაილოვას მიმართ მორიგი მუქარის და შანტაჟის გამო. ჟურნალისტები გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ბაქოში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში წაიყვანეს. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტ ხადიჯა ისმაილოვას საგამოძიებო ჟურნალისტურ ნამუშევრებში შესულია ინფორმაცია, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ფინანსურ მაქინაციებთან კავშირზე მიუთითებს. 2012 წლის დასაწყისში ინტერნეტში გავრცელდა მასალა, რომელიც ისმაილოვას პირად ცხოვრებას ასახავს. მაგრამ ჟურნალისტს ხელი არ აუღია კრიტიკული მასალის გამოქვეყნებაზე. ხუთშაბათს ჩვენმა რადიომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართა მოწოდებით, გამოძიებულ იქნეს ახალი ვიდეო, რომელიც შეიცავს ისმაილოვას პირად ცხოვრებაზე უკანონოდ მოპოვებულ მასალას.
XS
SM
MD
LG