„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონსა და მასთან დაკავშირებულ სხვა კანონებში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულების პროცესის შეჩერებას გულისხმობს, პარლამენტში მეორე მოსმენით მიმდინარე კვირაში განიხილება. თუმცა, მთავრობისა და საბანკო სექტორის კრიტიკული დამოკიდებულების გამო, ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ტიპის კორექტირებაა მოსალოდნელი კანონპროექტში. კანონპროექტი, არსებული სახით, იპოთეკით და სასესხო ვალდებულებებით დატვირთულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სააღსრულებლო საქმეებზე აღსრულების პროცესის 6 თვით, 1 თებერვლამდე გადავადებას გულისხმობს. გავრცელებული ცნობით, ცვლილებების შედეგად მორატორიუმი შესაძლოა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს არ შეეხოთ.
ყველაზე პოპულარული
1