Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაკარგული ორი ჩინელი მოქალაქიდან ერთი, ცოცხალი იპოვნეს


ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ორი ჩინელი მოქალაქიდან, რომლებიც ქაბულში დაიკარგნენ, ერთი ცოცხალი იპოვნეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ადრინდელი ცნობით, მეორე დაკარგული კაცი გვამი იპოვნეს. მაგრამ ტელეარხმა მალევე უარყო ინფორმაცია და გამოაცხადა, რომ მეორე პირი კვლავ დაკარგულია. ორი ჩინელი კაცი დაიკარგნენ მას მერე, რაც ქაბულში, საცხოვრებელ სახლში შეიჭრა შეიარაღებული პირი და დახოცა ორი ჩინელი ქალი და ერთი კაცი. ჩინეთის სააგენტო „სინჰუას“ თანახმად, მოკლულები მცირე ბიზნესს მიმართავდნენ ავღანეთში.
XS
SM
MD
LG