Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსტამ იბრაგიმბეკოვი აზერბაიჯანში ჩასვლისგან ჯერჯერობით თავს იკავებს


ოსკარის მფლობელმა სცენარისტმა რუსტამ იბრაგიმბეკოვმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ის აზერბაიჯანში ჩასვლისგან თავს იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში ოპოზიციურმა კოალიციამ ის პრეზიდენტობის კანდიდატად აირჩია. საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში ოქტომბერში ჩატარდება. 74 წლის იბრაგიმბეკოვი აცხადებს, რომ ის აზერბაიჯანში ჩასვლისგან თავს იკავებს მისი დაპატიმრების საფრთხისა და მის ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების გაჭიანურებული პროცესის გამო. რუსტამ იბრაგიმბეკოვმა „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ საზღვარგარეთ დარჩენა მას აზერბაიჯანის „დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს“ წევრებმაც ურჩიეს. იბრაგიმბეკოვი აზერბაიჯანში დაბრუნებას აპირებს მას შემდეგ, რაც მოსკოვში თავის საქმეებს მოაგვარებს. „ფრანს პრესს“ მან ინტერვიუ თბილისში ყოფნისას მისცა, როცა „დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს“ შეკრებაზე იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG