Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაშმირის სასაზღვრო ზოლში კვლავ მოხდა შეიარაღებული ინციდენტი


პაკისტანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ქაშმირში მომხდარ ინციდენტში. პაკისტანის სამხედრო უწყების ცნობით, სადავო ჰიმალაის ტერიტორიაზე არსებული ერთბაშად სამი რაიონის მიმართულებით საარტილერიო დაბომბვა ინდოეთის სამხედრო ძალებმა ორშაბათს განახორციელეს. ოფიციალური ინფორმაციით, მოგვიანებით საპასუხო ცეცხლი პაკისტანის სამხედრო ძალებმაც გახსნეს. თავის მხრივ, შეგნებული სამხედრო პროვოკაციის გამო პასუხისმგებლობას დელი პაკისტანის სამხედრო ძალებს აკისრებს. სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე დაძაბულობა დაიწყო 6 აგვისტოდან, როდესაც ხუთი ინდოელი ჯარისკაცი ალყაში მოაქციეს და მოკლეს. პაკისტანმა უარყო ამ თავდასხმაში მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG