Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო განმარტავს ხომალდ „ბალკლიზე“ მომხდარ ეპიზოდს


აშშ-ის საელჩო სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ მედიის ზოგმა წარმომადგენელმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცა ბათუმში მომხდარ ეპიზოდს, როცა ხომალდ „ბალკლიზე“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლისას აშშ-ის ელჩს, რიჩარდ ნორლანდს ეღიმებოდა. „სამწუხაროა, რომ ზოგიერთებმა გადაწყვიტეს, არასწორი ინტერპრეტაცია გაეკეთებინათ ელჩ ნორლანდის სახის გამომეტყველებისთვის ხომალდ „ბალკლიზე“ პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლისას. ელჩი იღიმებოდა იმის გამო, რომ მისმა ძალისხმევამ, აღედგინა პროტოკოლით გათვალისწინებული ზომები ამ წარმომადგენლობით ღონისძიებაზე, მიზანს ვერ მიაღწია“, - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში. ამავე განცხადების თანახმად, მიუხედავად ამისა, აშშ-ის საელჩო და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი მიიჩნევენ, რომ ხომალდის ვიზიტი აშკარად წარმატებული იყო და ადასტურებს, რომ აშშ-ის ერთგულება ორმხრივ ურთიერთობებში, საქართველოსთან საზღვაო უსაფრთხოებისა და შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის კონტექსტში ურყევია. ბათუმის პორტში, ხომალდ „ბალკლიზე“, ღონისძიება კვირას გაიმართა.
XS
SM
MD
LG