Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონამ ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლა დაიწყო


ევროზონის ქვეყნებმა დაიწყეს გამოსვლა 18 თვიანი ეკონომიკური რეცესიიდან, რაც ყველაზე ხანგრძლივი ვარდნაა 1999 წლის შემდეგ, როდესაც ერთიანი ევროპული ვალუტა ევრო ამოქმედდა. ევროკავშირის სტატისტიკური უწყების „ევროსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 სახელმწიფოსაგან შექმნილ ევროზონაში წარმოებული პროდუქციის დონე 2013 წლის მეორე კვარტალში 0.3 %-ით გაიზარდა. ზრდის პოზიტიური დინამიკა დიდწილად ევროზონის ყველაზე დიდ ქვეყნების გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკურ სიძლიერეზეა დამოკიდებული. გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა აღნიშნულ პერიოდში 0,7 %-ით გაიზარდა, საფრანგეთისა კი - 0,5 %-ით. სოლიდური 1.1 %-იანი ზრდაა ეკონომიკური კრიზისში მყოფ პორტუგალიაში. თუმცა, 0.1%-ით შემცირდა ესპანეთის ეკონომიკა, იტალიასა და ჰოლანდიაში კი ეკონომიკურმა ვარდნამ 0.2 %-ი შეადგინა. ევროკომისია აცხადებს, რომ ევროზონის ეკონომიკური ექსპანსიის შესანარჩუნებლად მტკიცე ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაა საჭირო.
XS
SM
MD
LG