Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის პრემიერი პაკისტანს აფრთხილებს


ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, მანმოჰან სინგჰმა დამოუკიდებლობის დღეს მეზობელ მეტოქე ქვეყანას, პაკისტანს გამაფრთხილებელი განცხადებით მიმართა. ხუთშაბათს დელიში გამოსვლისას სინგჰმა განაცხადა, პაკისტანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია მათ თავიანთი ტერიტორია - და ის ტერიტორია, რომელიც მათ კონტროლს ექვემდებარება - არ გამოიყენონ ინდოეთის საწინააღმდეგო ქმედებებისთვისო. მისი განცხადების ფონია ინდოეთის მხრიდან პაკისტანის ძალების დადანაშაულება თავდასხმაში, რომელიც გასულ კვირაში საკამათო ტერიტორიაზე - ქაშმირში მოხდა და რომელსაც ხუთი ინდოელი ჯარისკაცი შეეწირა. ქაშმირის ირგვლივ დაძაბულობის განახლებამ დაასუსტა იმედები იმის თაობაზე, რომ ეს ორი მეტოქე ქვეყანა სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას შესძლებდა.
XS
SM
MD
LG