Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის საკითხს გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ეგვიპტე ერთობ სახიფათო გზას დაადგა და მკაცრად დაგმო მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობა. ობამამ გამოაცხადა ეგვიპტესთან ერთად სამხედრო მანევრების გაუქმების შესახებ. ხუთშაბათს გამოსვლისას, ობამამ, რომელიც მასაჩუსეტში შვებულებას ატარებს, გააკრიტიკა ეგვიპტის დროებითი მთავრობა და უშიშროების ძალები. მან აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა იზიარებს ისეთ უნივერსალურ ფასეულობებს, როგორებიცაა ადამიანის ღირსება და მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ოთხშაბათს ისლამისტი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის მომხრეების დარბევას 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 3500-ზე მეტი დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაღუპულთა შორისაა 43 პოლიციელი. მუსლიმთა საძმოს თანახმად, დახოცილთა რიცხვი ორი ათასამდეა. სამხედროების მიერ დანიშნულმა მთავრობამ გუშინ კაიროში შეტევა განახორციელა მურსის მომხრე ისლამისტების ორ ბანაკზე. გავრცელებული ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე განიხილავს ეგვიპტის საკითხს. ამ თემაზე მჯელობის სურვილის განცხადებით გამოვიდნენ საფრანგეთი, ბრიტანეთი და ავსტრალია.
XS
SM
MD
LG