Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ახალ პარტიას აარსებს


საქართველოს ცსკ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა, რომელიც თანამდებობიდან ამ კვირაში გადადგა, განაცხადა, რომ აარსებს ახალ ცენტრისტულ პოლიტიკურ გაერთიანებას. ხარატიშვილმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯგუფის პროგრამას 20 აგვისტოს გამოაცხადებს ოფიციალურად. მედიის ცნობას, რომ ის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთვება, ნაადრევი უწოდა და დასძინა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. საპრეზიდენტო კანდიდატებმა 7 სექტემბრამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო დოკუმენტები.
XS
SM
MD
LG