Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ევროკავშირს გიბრალტარში დამკვირვებლების გაგზავნისაკენ მოუწოდებს


ბრიტანეთის სთხოვს ევროკავშირს, რათა “სასწრაფოდ“ გაგზავნოს დამკვირვებლები ესპანეთისა და გიბლარტარის საზღვარზე, რომელიც ხმელთაშუა შესართავთან მდებარე ბრიტანეთის ტერიტორიაა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლმა განაცხადა, რომ ესპანეთის მხრიდან გიბრალტარის საზღვარზე დაწესებული მკაცრი კონტროლი „პოლიტიკურად მოტივირებული და გადამეტებულია.“ კონტროლის ახალი ზომების შემოღების გამო ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტები ბევრ დროს რიგებში ატარებენ. ესპანეთმა მას შემდეგ შემოიღო მკაცრი სასაზღვროს კონტროლი, რაც გიბრალტარმა ზღვის ფსკერზე დააყენა ბეტონის ფილები თევზებისათვის ხელოვნური რიფების შესაქმნელად. ესპანეთის ხელისუფლება შიშობს, რომ თევზების მოძრაობის დამაბრკოლებელი ხელოვნური წინაღობა პრობლემას შეუქმნის ადგილობრივ თევზჭერას იმ დროს, როდესაც ქვეყანა ეკონომიკურ სიძნელეებს განიცდის. ესპანეთი აცხადებს, რომ სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება კონტრაბანდისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ არის მიმართული.
XS
SM
MD
LG