Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის განკარგულების გამო


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის განკარგულების გამო, რომელიც ითვალისწინებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე „ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის შექმნას". ”მსგავსი ქმედება წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს” - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსკოვის მხრიდან მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ნებისმიერი „შეთანხმება" უკანონოა საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, რადგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ამჟამად რუსეთის კონტროლქვეშაა. ”რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ნაკრძალის შექმნის თაობაზე განსაკუთრებით არაადეკვატურია იმის გათვალისწინებით, რომ თავად რუსეთი სერიოზულ ზიანს აყენებს აფხაზეთის რეგიონისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის უნიკალურ ეკოსისტემას, სოჭის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის ინერტული მასალების გატანით” - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის უკანონო გადაწყვეტილებას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული დესტრუქციული პოლიტიკა და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.
XS
SM
MD
LG