Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერი მკვლელობაში წაქეზების გამო დააპატიმრეს


ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, მუჰამად ბადი, „მუსლიმთა საძმოს“ უმაღლესი ლიდერი, 15 დღით დააკავეს დემონსტრანტების მკვლელობაში წაქეზების ბრალდებით. 70 წლის ბადი დააკავეს სამშაბათს დილით, კაიროში. ბადი ერთი თვეა იმალებოდა. ეგვიპტის სამხედროთა მიერ დანიშნული მთავრობა მას ბრალად სდებს, „საძმოს“ კაიროს შტაბბინის წინ მკვლეობაში წაქეზებას პრეზიდენტ მურსის ჩამოგდებამდე. "მუსლიმთა საძმომ" დაგმო მათი ლიდერის დაკავება და მოუწოდა მომხრეებს დემონსტრაციებისკენ. აშშ დღეს აპირებს განიხილოს ეგვიპტისთვის დაგეგმილი დახმარების საკითხი. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯოშ ირნესტმა განაცხადა, რომ ბადის დაპატიმრება ეგვიპტის ამჟამინდელი ხელისუფლების კიდევ ერთი ქმედებაა, რომელიც არ ეთანხმება მათ დანაპირებს, რომ დაიცავდნენ ადამიანის უფლებებს. ეგვიპტის სამხედროებმა ჩამოაგდეს და დააპატიმრეს მურსი, ამავე გაერთიანების მაღალი რანგის ლიდერი, 3 ივლისის მასობრივი გამოსვლების შემდეგ. ბადის დაჭერას შეიძლება მოჰყვეს ახალი ძალადობა. დაპირისპირებას უშიშროების ძალებსა და მურსის მომხრეთა შორის ამ ქვეყანაში სამი ივლისის შემდეგ უკვე ემსხვერპლა 900-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG