Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის შესაძლოა, გაუუქმონ მოსკოვის მერობის კანდიდატად რეგისტრაცია


მოსკოვის საქალაქო საარჩევნო კომისიამ შესაძლოა, უახლოეს ხანში განიხილოს მოსკოვის მერობის კანდიდატად ალექსეი ნავალნის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ვალენტინ გორბუნოვის განცხადებაზე დაყრდნობით. გორბუნოვის თქმით, ნავალნის სახელზე ამომრჩეველთა საჩივრები შევიდა, უკანონო სააგიტაციო მასალების გავრცელების ბრალდებით. მერის არჩევნები მოსკოვში 8 სექტემბერს გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ლიდერობს მოქმედი მერი, სერგეი სობიანინი.
XS
SM
MD
LG