Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი „სრულ ნონსენსად“ მიიჩნევს სირიის მთავრობის დადანაშაულებას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „სრული ნონსენსი“ უწოდა ბრალდებებს, თითქოს სირიის მთავრობამ ბოლოდროინდელი იერიშების დროს ქიმიურრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „სრული ნონსენსი“ უწოდა ბრალდებებს, თითქოს სირიის მთავრობამ ბოლოდროინდელი იერიშების დროს ქიმიური იარაღი გამოიყენა. „რაც შეეხება ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მეგობრების პოზიციას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სირიის სამთავრობო ჯარებმა გამოიყენეს ქიმიური იარაღი და ამბობენ, რომ აქვს მტკიცებულებები. მაშინ წარუდგინონ ის გაეროს ინსპექტორებს და უშიშროების საბჭოს.“ შაბათს ვლადივოსტოკში ყოფნის დროს პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატმა მშვიდობის დარგში, უნდა იფიქროს შესაძლო მსხვერპლზე, რაც სამხედრო თავდასხმას მოჰყვება. პუტინის თქმით, „უკიდურესად სამწუხარო“ იქნება, თუკი აშშ-ი სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ცალმხრივად დაიწყებს.
XS
SM
MD
LG