Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ პეტერბურგში


„დიდი ოცეულის“ სამიტის კულუარებში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები, ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინი. როგორც პუტინის მრჩევლმა განაცხადა, მათი საუბრის მთავარი თემა სირია იყო. იური უშაკოვის თანახმად, უთანხმოება კვლავ დარჩა. აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამას სურს სამხედრო ოპერაციით დაისაჯოს სირიის მთავრობა 21 აგვისტოს თავდასხმისთვის, რომელსაც აშშ-ის თანახმად, 1400 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თვლის, რომ ძალის ყოველგვარი გამოყენება, გაეროს თანხმობის გარეშე, აგრესიული ქმედება იქნება.
XS
SM
MD
LG