Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ პეტერბურგში


„დიდი ოცეულის“ სამიტის კულუარებში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები, ბარაკ ობამა და ვლადიმირ პუტინი. მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა სირიის გარშემო ვერ გადაილახა. ვლადიმირ პუტინმა შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენცაიზე, განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარების დესტაბილიზაცია კონტრაპროდუქტიული იქნება. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას სურს სამხედრო ოპერაციით დაისაჯოს სირიის მთავრობა 21 აგვისტოს თავდასხმისთვის, რომელსაც აშშ-ის თანახმად, 1400 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თვლის, რომ ძალის ყოველგვარი გამოყენება, გაეროს თანხმობის გარეშე, აგრესიული ქმედება იქნება. სამიტის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიოს არ შეუძლია „გულხელდაკრეფილი“ შეჰყურებდეს სირიას. ობამას აზრით, „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეთა უმეტესობა ფიქრობს, რომ დამასკის რეჟიმია ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის პასუხიმგებელი.
XS
SM
MD
LG