Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა გაათავისუფლა შვიდი თალიბი


პაკისტანმა საპატიმროდან გაუშვა თალიბანის შვიდი მაღალი რანგის წარმომადგენელი. ისლამაბადი თვლის, რომ ამით მას სურს ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს მეზობელ ავღანეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ჩამოთვლილია განთავისუფლებული პირების გვარები. შარშან პაკისტანმა სხვა 25 თალიბი გაუშვა ციხიდან. თალიბების ბოლო განთავისუფლება მოჰყვა ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის ვიზიტს პაკისტანში, სადაც ის სამშვიდობო პროცესზე მოელაპარაკა მეზობელი ქვეყნის ლიდერებს. კარზაი ცდილობს მოლაპარაკებას თალიბებთან: რათა ვაღანეთის კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარდეს.
XS
SM
MD
LG