Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ერაყში ირანელი ემიგრანტების ბანაკს ადგილს შეუცვლის


გაერომ განაცხადა, რომ დაგეგმა გადააადგილოს ათეულობითი ირანელი ემიგრანტი, რომლებიც ერაყში, აშრაფის ბაკანში ცხოვრობენ. გასულ კვირას ბანაკზე თავდასხმისასა 52 ემინგრანტი დახოცეს. ერაყში გაეროს ოფისმა გამოაცხადა, რომ აშრაფში მცხოვრებ ირანელ ემიგრანტებს ბაღდადის მახლობლად, სხვა ბანაკში დაასახლებენ. აშრაფში მყოფნი არიან ორგანიზაცია, "მუჯაჰედინ ე ხალყის" წევრები. ეს ორგანიზაცია ებრძვის ირანის არსებულ ხელისუფლებას. ბაღდადი თვლის, რომ მათი იქ ყოფნა უკანონოა. გასულ შაბათს მოწყობილი თავდასხმის შემდეგ ბანაკში მცხოვრებთა რიცხვი 50-ზე ნაკლები დარჩა. ორგანიზაცია ერაყის არმიას ადანაშაულებს თავდასხმაში. ბაღდადი ბრალდებას უარყოფს და საქმეს იძიებს.
XS
SM
MD
LG