Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში გადაიდო სირიის რეზოლუციის განხილვა



გაეროს უშიშროების საბჭოში გადაიდო შეხვედრა სირიის შესახებ რეზოლუციაზე, რომელიც მიზნად ისახავს სირიის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ქიმიური იარაღის მარაგის განადგურებას. დახურული კონსულტაციები ევროპის დროით ღამის 22.00 საათზე უნდა გამართულიყო. მაგრამ როგორც ავსტრალიის ელჩი გაეროში გარი გუინლანი წერს საკუთარი ტვიტერის გვერდზე, აღნიშნული შეხვედრა გადაიდო „კონსულტაციის შესახებ წინადადების უკან გაწვევის“ შემდეგ. უცნობია სხვა დეტალები, თუ რატომ გადაიდო კონსულტაციები სირიის შესახებ რეზოლუციაზე. სირიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფოდ შეკრებას ითხოვდა რუსეთი, რომელმაც წარმოადგინა გეგმა, რაც სირიის ხელისუფლების ხელთ არსებული ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, მოსკოვი აცხადებს, რომ ეს გეგმა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამხორციელდება, თუკი აშშ-ის პრეზიდენტი უარს იტყვის სამხედრო ძალის გამოყენებაზე სირიის რეჟიმის წინააღმდეგ. კონგრესის წარმომადგენლთა პალატის თავდაცვის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოუწოდა კანონმდებლებს მხარი დაუჭირონ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გეგმას. „რეალური სამხედრო ძალის მუქარის გარეშე, სირია არ დათანხმდება ასეთ გეგმასთან თანამშრომლობასო,“- განაცხადა ჯონ კერიმ.
XS
SM
MD
LG