Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაშარ ასადი აცხადებს, რომ სირიის ხელისუფლება გაანადგურებს ქიმიურ იარაღს


სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა შეასრულებს აშშ-სა და რუსეთთან მიღწეულ შეთანხმებას და გაანადგურებს ქიმიურ იარაღს. თუმცა, ასადი თვლის, რომ სირიის ქიმიური იარაღის განადგურებას 1 მილიარდი დოლარი დასჭირდება და პროცესი დაახლოებით ერთ წელიწადს გასტანს. ბაშარ ასადმა ოთხშაბათს ინტერვიუ მისცა „ფოქს ნიუსს“ და განაცხადა, რომ გაეროს ანგარიში, რომლის თანახმადაც ზარინის აირის გამოყენების „მკაფიო და დამარწმუნებელი მტკიცებულებები“ არსებობს, „არარეალისტურია“. ბაშარ ასადმა კიდევ ერთხელ უარყო სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა მოიპოვა მტკიცებულებები ქიმიური იარაღის მეამბოხეების მიერ გამოყენების შესახებ და რომ სულ მალე ამ მტკიცებულებებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენს.
XS
SM
MD
LG