Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განახლდა წინასასამართლო სხდომა ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე


ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განახლდა წინასასამართლო სხდომა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე. მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს პროკურატურა ადანაშაულებს 2012 წელს, უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხიდან 5 მილიონ 200 ათასი ლარის უკანონოდ გადარიცხვაში 22 ათასამდე პირისთვის, რომლებსაც რეალურად არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და თანხა მიიღეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემისა და საარჩევნო აგიტაციის სანაცვლოდ. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების ნუსხა წარადგინა ბრალდების მხარემ, რომლის ინფორმაციით, პროკურატურას 3 ათასზე მეტი მოწმე ჰყავს. ყველა მათგანის დაკითხვას დროის ფაქტორის გათვალისწინებით არარეალურად მიიჩნევენ ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატები.
XS
SM
MD
LG