Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში 80 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს


ირანში 80 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. როგორც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, მოჰსენ ეჯეიმ განაცხადა, შეწყალებულთა შორის არიან 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოწყობილი საპროტესტო აქციისა დაპატიმრებული პირები. ეს ცნობა გამოქვეყნდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ნიუ-იორკში გაემგზავრა გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. გასულ კვირაში ირანში ციხიდან გაათავისუფლეს ათამდე ცნობილი პოლიტპატიმარი. თუმცა ოპოზიციის ორი მთავარი ლიდერი - მირჰუსეინ მუსავი და მეჰდი ქარუბი - კვლავაც შინაპატიმრობაში რჩებიან. მიმომხილველთა აზრით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებით როჰანი დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG