Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში „გრინპისის“ აქტივისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა


„მეკობრეობის“ მუხლით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „გრინპისის“ აქტივისტების წინაამდეგ, რომლებიც არქტიკაში ნავთობის მოპოვების საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქციის ჩატარებას შეეცადნენ. საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა ეკოლოგების აქცია რუსეთის დამოუკიდებლობის ხელყოფად შეაფასა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართალის პასუხისმგებლობა გავრცელდება ყველა პირზე, მათ შორის უცხოელ მოქლაქეებზე, რომელმაც კომპანია „გაზპრომის“ კუთვნილ პლატფორმას დაესხნენ თავს. რუსეთის კანონმდებლობით „მეკობრული“ დანაშაული 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გასულ კვირაში, შეიარაღებული მესაზღვრეები ეკოლოგების ყინულმჭრელ „არქტიკ სანრაიზზე“ ავიდნენ და „გრინპისის“ 25 აქტივისტი, მათ შორის რუსეთის ოთხი მოქალაქე დააპატიმრეს. დღეს გემი ბადრაგის თანხლებით მურმანსკში შევიდა. ეკოლოგები მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ისინი მშვიდობიან საპროტესტო აქციას ატარებდნენ. რუსეთისა და დსთ-ს ეკოლოგიურმა ორგანიზაციებმა ვლადიმერ პუტინს „გრინპისის“ დაკავებული აქტივისტების განთავისუფლებისაკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG