Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტს მოსალოდნელად მიაჩნია აშშ-ის სამხედრო დარტყმა


სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მოსალოდნელად მიაჩნია დამასკის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სამხედრო დარტყმას მიუხედავად გეგმისა, რომელიც ითვალისწინებს სირიის ქიმიური იარაღის განადგურებას. ბაშარ ალ-ასადმა ვენესუელის ტელევიზიასთან ინტერვიუში ჩამოთვალა შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენციის მაგალითები - ომები კორეაში, ვიეტნამში, ლიბანში, სომალიში, ავღანეთში, ერაყში. ასადის თქმით, სირიის შემთხვევაში ვაშინგტონი „საბაბად იყენებს ქიმიურ იარაღს, სხვა დროს - სხვა რამეს გამოიყენებს“. თავის მხრივ, სირია, ბაშარ ალ-ასადის თქმით, დაიცავს ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციას, რომელსაც ხელი მოაწერა ამერიკა-რუსეთის გეგმის შესაბამისად და ვერ ხედავს „დაბრკოლებებს“ კონვენციის შესასრულებლად.
XS
SM
MD
LG