Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ირანი ემზადებიან ბირთვულ პროგრამაზე ისტორიული მოლაპარაკებისათვის


შეერთებული შტატები და ირანი დღეს, გაეროს შტაბ-ბინაში მართავენ ისტორიულ შეხვედრას ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრას გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება მისი მონაწილეების რანგის გამო: ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯავად ზარიფი ხვდება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერის და მასთან ერთად ბრიტანელ, ფრანგ, რუს, ჩინელ და გერმანელ კოლეგებს ფორმატით 5+1. შეხვედრის ფონია ამერიკულ მედიასთან ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის ინტერვიუ, რომელშიც გამოთქმულია იმედი, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა, სულ რაღაც, სამიდან ექვს თვემდეა შესაძლებელი. გაზეთ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში, როჰანი ამბობს, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისაგან არის აღჭურვილი სრული უფლებამოსილებით ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების დასასრულებლად.
XS
SM
MD
LG