Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინ მიხეილ სააკაშვილისა და დავით ბაქრაძის ფიტულები დაწვეს


თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილისა და დავით ბაქრაძის ფიტულები დაწვეს იმ აქციის მონაწილეებმა, რომელიც მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლის" მიერ იყო ორგანიზებული. რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეების ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გამოჩენას და მათ სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდა. აქციაზე მივიდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ სამი დეპუტატი ნუკრი ქანთარია, სოსო ჯაჭვლიანი და დავით ლორთქიფანიძე შეუერთდნენ. მათი მისამართით აქციის მონაწილეების ნაწილმა გამოხატა პროტესტი იმის გამო, რომ არ არის აღდგენილი სამართლიანობა და არ არიან დასჯილი წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა თავის მხრივ უკმაყოფილო აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ მათ გულისწყრომას და სულისკვეთებას მთლიანად იზიარებენ, თუმცა, მათივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ვერ იმოქმედებს იმ წესებითა და ფორმებით, რაც გააჩნდა "ნაციონალურ მოძრაობას".
XS
SM
MD
LG