Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკმა პარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის ჯარების 2042 წლამდე დარჩენას


ტაჯიკეთის პარლამენტის ქვედა პალატაში რატიფიცირებულ იქნა დოკუმენტი, რომელიც რუსეთის ჯარებს აძლევს ტაჯიკეთში 2042 წლამდე დარჩენის უფლებას. როგორც ტაჯიკეთის თავდაცვის მინისტრმა, შერაჰი ჰაირულოევმა სამშაბათს უთხრა პარლამენტარებს, დოკუმენტის რატიფიცირება საჭიროა ტაჯიკეთსა და ცენტრალური აზიის დანარჩენ სახელმწიფოებში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დასაცავად. დოკუმენტი ახლა პარლამენტის ზედა პალატას გადაეცემა დასამტკიცებლად. ამჟამად მოქმედი შეთანხმებით, ტაჯიკეთში რუსეთის ჯარების ყოფნის ვადა 2014 წელს ამოიწურება. კონტინგენტი 7000-მდე სამხედრო პირისაგან შედგება. შეთანხმება, რომელიც ტაჯიკეთში მათ ყოფნას 2042 წლამდე ახანგრძლივებს, 2012 წლის ოქტომბერში გააფორმეს რუსეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ემომალი რაჰმონმა.
XS
SM
MD
LG