Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაპიტოლიუმის ბორცვზე მომხდარ ინციდენტში დაიჭრა პოლიციელი


ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ბორცვის რაიონში მოხდა ინციდენტი, რომლის დროსაც დაიჭრა პოლიციელი. მიღებული ცნობების თანახმად, ისმოდა სროლის ხმა. სამართალდამცველებმა ნახევარი საათით აკრძალეს უზენაესი სასამართლოს შენობაში შესვლა და იქიდან გამოსვლა, ხოლო ქუჩაში მყოფი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს. დროებით ჩაიკეტა თეთრი სახლიც. ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველის, ტელეკომპანია ენ-ბი-სის კორესპონდენტის ცნობით, მან 10-15 გასროლის ხმა გაიგონა და დაინახა პოლიციელები, რომლებიც შავ ავტომანქანას მისდევდნენ. თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ინციდენტის ამბავი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოახსენეს.
XS
SM
MD
LG