Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი ამართლებს ლიბიაში ტერორისტის შეპყრობას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გამართლებულ უწოდებს ამერიკის სპეცდანიშნულების ჯგუფის მიერ ლიბიის ტერიტორიაზე ჩატარებულ ოპერაციას, რომლის დროსაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი იქნა შეპყრობილი. შაბათს აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა ორი რეიდი ჩაატარა აფრიკის კონტინენტზე ისლამისტი ლიდერების წინააღმდეგ. პენტაგონის თანახმად, აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა ლიბიაში შეიპყრო ნაზირ აბდულ ჰამედ ალ რუქაი, რომელიც ანას ალ ლიბის სახელით იმალებოდა. მასზე აშშ-ს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული 1998 წელს კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოების აფეთქების მოწყობისთვის, რასაც 224 კაცი შეეწირა.
XS
SM
MD
LG