Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში განახლდა აქცია ოქროს საბადოს ნაციონალიზაციის მოთხოვნით


ყირგიზეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც კუმტორის ოქროს საბადოს ნაციონალიზაციას მოითხოვენ, ისევ აღმართეს ბარიკადები ავტომაგისტრალზე ჩრდილოეთში მდებარე ისიკ-ყულის პროვინციაში. მანამდე აქციის მონაწილეებმა მოკლე ხნით აიღეს ბარიერები. ადგილობრივი ოფიციალური პირები მოლაპარაკებას აწარმოებენ დემონსტრანტების ლიდერებთან. დღეს, უფრო ადრე, 400-მდე დემონსტრანტმა ჩაკეტა ავტომაგისტრალი - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა 600-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ, რომლებსაც მძევლად ჰყავდათ აყვანილი ადგილობრივი ოფიციალური პირი. დემონსტრანტები მძევლის დაწვით იმუქრებოდნენ, თუ მთავრობა არ შეასრულებდა მათ მოთხოვნას კუმტორის ნაციონალიზაციის შესახებ. დაკავებულია 23 ადამიანი, დაშავდა ოთხი პირი, მათ შორის ორი პოლიციელი. კუმტორის ნაციონალიზაციის მოთხოვნით დემონსტრაციები წელს მაისშიც გაიმართა, რამაც მთავრობა აიძულა, გასულ თვეში მოემზადებინა ახალი კონტრაქტი კანადის კომპანია „სენტერა გოლდთან“, რომელიც მაღაროს ექსპლუატაციას ეწევა.
XS
SM
MD
LG