კუბის კომუნისტურმა პარტიამ ქვეყნის ორი უდიდესი გაზეთის მთავარი რედაქტორები შეცვალა. როგორც ”ბიბისის” კორესპონდენტი იტყობინება, გაზეთ „გრანმას“ ახალი რედაქტორი პელაიო ტერი ნაკლებად მკაცრი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელია, ვიდრე მისი წინამორბედი. ტერის საკუთარი გვერდი აქვს ტვიტერზე და აცხადებს, რომ ის აქტიურად გამოიყენებს სოციალურ ქსელებს მკითხველთან ურთიერთობისთვის. გაზეთი „გრანმა“ კუბის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს ოფიციალური გაზეთია. ხოლო მეორე, ყოველდღიური გაზეთი „იუვენტუდ რებელდე“, პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს.
ყველაზე პოპულარული
1