Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: „დაველოდებით და თუ საჭირო იქნება, უარსაც ვიტყვით ოლიმპიადაში მონაწილეობაზე“


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელშიც ის ბევრ სხვა თემასთან ერთად სოჭის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობის საკითხსაც შეეხო. "დაველოდოთ. გარწმუნებთ, რომ დროა. სახელმწიფო უნდა იყოს თავდაჯერებული, უნდა იყოს სტაბილური. არ შეიძლება ისე იმპულსურად ცხოვრება, ეს კაცი რომ ცხოვრობდა და ყველაზე კარგად თავისი იმპულსები ზუსტად რომ რუსეთთან დაკავშირებით გამოამჟღავნა მან. დაველოდებით მოვლენებს, უფრო ახლოს. და თუ საჭირო იქნება, უარსაც ვიტყვით ოლიმპიადაში მონაწილეობაზე" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG