Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გრძელდება ძალისხმევა დეფოლტის თავიდან ასაცილებლად


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ მხარდაჭერას მოიპოვებენ კანონის საკუთარი ვერსიისათვის, დახურული ფედერალური სამთავრობო უწყებების ისევ გასახსნელად და დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. რესპუბლიკელების გეგმა განსხვავდება კანონპროექტისაგან, რომელზეც აშშ-ის სენატში მოლაპარაკებას აწარმოებენ რესპუბლიკელები და დემოკრატები. რესპუბლიკელთა კანონპროექტი ითვალისწინებს დათმობას ჯანდაცვის რეფორმაში, რომელიც უკვე ასახულია კანონში. კორესპონდენტების შეფასებით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ინიციატივის მიზანია, ჩაშალონ გეგმა, რომელიც სენატში მზადდება. ამასობაში, რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები განაგრძობენ მუშაობას შეთანხმების ტექსტზე, რათა დროებით დაძლიონ აშშ-ის ფისკალური პოლიტიკის გარშემო უთანხმოება და თავიდან აიცილონ აშშ-ის დეფოლტი, ანუ სახელმწიფოს მიერ ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა. კონგრესის ლიდერები ორშაბათს, თეთრ სახლში უნდა შეხვედროდნენ აშშ-ის პრეზიდენტს, მაგრამ შეხვედრა გადაიდო მოლაპარაკებებისათვის მეტი დროს დასათმობად.
XS
SM
MD
LG