Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაოსში ეძებენ ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს


ლაოსში მაშველები ეძებენ სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულებს. ავიაკატასტროფა ოთხშაბათს მოხდა. ტაილანდის ხელისუფლებამ ლაოსში სამაშველო ოპერავიის ხელშეწყობისთვის მყვინთავები გაგზავნა. ამ დრომდე 8 გვამის პოვნა მოხერხდა. ზოგიერთი მათგანი კატასტროფის ადგილიდან 20 კილომეტრშია ნაპოვნი. „ლაოსის ავიახაზების“ თვითფრინავი დაშვებისას მდინარე მეკონგში ჩავარდა. შემთხვევის არეალში ცუდი კლიმატური გარემო იყო. დაღუპულია 49 ადამიანი. მგზავრებს შორის 11 ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.
XS
SM
MD
LG