Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება შეისწავლის თბილისში ჟერარ დეპარდიეს სტუმრობის საკითხს


საქართველოს ხელისუფლება შეისწავლის ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს საქართველოში სტუმრობის საკითხს. ამის შესახებ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპარდიე ორშაბათს სტუმრობდა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში. მიმდინარე წლის ზაფხულში ფრანგი მსახიობი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო შესული. შესაბამისად, მას შესაძლოა დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, "ჟერარ დეპარდიე არ არის ის ადამიანი, რომელთან მიმართებაშიც საქართველომ, ან ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ შეიძლება, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ ფაქტებს შევისწავლით და შემდეგ ხელისუფლება შესაბამის რეაგირებასაც გააკეთებს. კანონი არის, რა თქმა უნდა, ყველასთვის ერთი". ცნობების თანახმად, დეპარდიე თბილისის გავლით გაემგზავრა ბაქოში.
XS
SM
MD
LG