Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი: სირიის სამომავლო ახალ მთავრობაში ასადის ადგილი არაა


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ დასავლელი და არაბი დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ სირიის მომავალ მთავრობაში ახლანდელმა პრეზიდენტმა, ბაშარ ალ ასადმა როლი არ უნდა ითამაშოს. სირიის მეგობრების ჯგუფად წოდებულმა კავშირმა სირიის ოპოზიციის ლიდერებთან გამართა შეხვედრა ლონდონში, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ მონაწილეობა მიიღონ ჟენევის შეხვედრაში, რომელიც ნოემბრის ბოლოსთვის უნდა შედგეს. ასადმა თვითონ, ორშაბათს განაცხადა, რომ 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. სირიის ეროვნულმა საბჭომ, მთავარმა ზომიერმა ჯგუფმა პირობა წამოაყენა, რომ ჟენევის შეხვედრას არ დაესწრება, თუ შეთანხმების ერთ-ერთი საკითხი ასადის გადადგომა არ იქნება.
XS
SM
MD
LG