Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გრინპისი" ახალ ბრალდებას არაპროპორციულად მკაცრად თვლის


ორგანიზაცია „გრინპისი“ თვლის, რომ გემ „არქტიკ სანრაიზზე“ დაკავებული ეკოლოგებისადმი წაყენებული ახალი ბრალდება არაპროპორციულად მკაცრია. „გრინპისი“ განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გრიპისის“ აქტივისტები, რომლებიც ახლა მურმანსკის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან, არასდროს ყოფილან ხულიგნები ან მეკობრეები. გუშინ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბრალდების კვალიფიკაცია - „მეკობრეობა“ „ხულიგნობით“ შეცვალა. „გრინპისის“ იურისტი მიხაილ კრეიდლინი ამ ბრალდებასაც აბსურდულად თვლის, რადგან „გრინპისის“ აქტივისტებს არაფერი ჩაუდენიათ, რაც საზოგადოებრივ წესრიგს დაარღვევდა. თუმცა, იურისტი დადებითად აფასებს საქმეში შეტანილ ცვლილებებს. 19 სექტემბერს პეჩორის ზღვაში რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს საერთაშორისო ორგანიზაცია „გრინპისის“ ყინულმჭრელი. ორგანიზაციის მიზანი იყო არქტიკაში ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ აქციის მოწყობა პლატფორმაზე, რომელიც კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნის. გემზე მყოფი 30-ვე პირი დააპატიმრეს. 25-27 ოქტომბერს რუსეთში მოეწყობა აქცია „გრინპისის“ დაპატიმრებული აქტივისტების მხარდასაჭერად.
XS
SM
MD
LG