Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს აპატურაი კმაყოფილია ირაკლი ალასანიას მიერ გატარებული რეფორმით


ჯეიმს აპატურაი საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიერ გატარებული რეფორმით კმაყოფილია. როგორც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ფეისფუკის საკუთარ გვერდზე წერს, ირაკლი ალასანია პროფესიონალურ, ფოკუსირებულ და წარმატებულ რეფორმას ატარებს. "შევხვდი თავდაცვის მინისტრ ალასანიას, რომელიც ესწრება ნატოს ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) შეხვედრას. მე ვუთხარი მას ნატოს შეფასებების შესახებ, რომ ის ატარებს პროფესიონალურ, ფოკუსირებულ და წარმატებულ რეფორმას. ჩემი აზრით, ის წარმოუდგენლად ეხმარება საქართველოს საერთაშორისო დონეზე, ავღანეთის ჩათვლით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქართველებს შუძლიათ ძალიან კმაყოფილები იყვნენ მათი საერთაშორისო არენაზე წარმომადგენლების მოღვაწეობით", - ამბობს ჯეიმს აპატურაი.
XS
SM
MD
LG