Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში არჩევნების უცხოელი მეთვალყურეები ორშაბათს გამართავენ პრეს-კონფერენციას


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების უცხოელი მეთვალყურეები ორშაბათს, 28 ოქტომბერს გამართავენ პრეს-კონფერენციას არჩევნების შესახებ პირველი განცხადების გასაკეთებლად. ამის შესახებ ნათქვამია ეუთოს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ საქართველოში საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიის მუშაობაში მონაწილეობენ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ეუთოს ოფისის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის პარლამენტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები. არჩევნების სამეთვალყურეო საერთაშორისო მისია შედგება 45 ქვეყნის 401 წარმომადგენლისაგან.
XS
SM
MD
LG